21 დეკემბერი 2024,   17:56
ვრცლად
ამბავი, რომელმაც მთელი თბილისი შეძრა - რას ჰყვება "კურიერთან" გოგო, რომელსაც საკუთარმა მეგობარმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა

2 წლის წინ მამაკაცმა, მეგობარ გოგონას ბენზინი შეასხა და დაწვა სცადა. ამ ამბავმა მთელი თბილისი შეძრა.

მამაკაცს, რომელმაც მეგობარ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირა და სასჯელს 5 წელი მოაკლო.

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული შალვა გოგოლაძე, ახლა ციხეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ზის. ახალგაზრდა ქალს კი, იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს, რომ მას ამ დრომდე უჭირს გადაადგილება. სევა შამოიანი დღემდე საფრანგეთში მკურნალობს.

მამაკაცი, რომელსაც ბრალი შეუმსუბუქეს, რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა, როგორ იწვოდა მისი მსხვერპლი. მანამდე კი, მან ქალს სასტიკად სცემა.

ახალგაზრდა ქალი "კურიერთან" იმ დღის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მამაკაცი ჯერ ტელეფონით ემუქრებოდა, შემდეგ კი თავისივე სიტყვები სისრულეში მოიყვანა.

ქალი იხსენებს, რომ მამაკაცი შორიდან უყურებდა, როდესაც ცეცხლი ეკიდა და მისი დახმარება არ უცდია.

ეს გახმაურებული შემთხვევა 2020 წლის ზაფხულში მოხდა. შალვა გოგოლაძეს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, გენდერული ნიშნით ძალადობა და განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

საქალაქო სასამართლომ მას 17 წლით პატიმრობაც შეუფარდა, თუმცა გენდერის ნიშნით ბრალდება მოუხსნა. დაზარალებულის მხარე გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციამ ბრალი საერთოდ გადააკვალიფიცირა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით სასჯელი 5 წლით შეამცირა.

25 წლის ქალი, რომელსაც ახალგაზრდა კაცმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ამ დრომდე მკურნალობს. მისი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ იძულებული გახდა, სამკურნალოდ ევროპაში წასულიყო. სევა შამოიანი ამ დრომდე თავისუფლად ვერ გადაადგილდება.

დღის ამბები