26 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. როგორც ”როიტერსი” წერს, გათავისუფლებული მინისტრები რელიგიური მოძრაობა ”გაერთიანების ეკლესიასთან” კავშირში მყოფი პირები არიან. სააგენტოს ინფორმაციით, "გაერთიანების ეკლესიასთან" კავშირების გამო, საზოგადოებაში ქვეყნის მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერა მცირდება.

ბოლო გამოკითხვის თანახმად, პრემიერ-მინისტრის რეიტინგი, სულ რაღაც სამ კვირაში, 59%-დან 46%-მდე დაეცა.

თავის მხრივ პრემიერი აცხადებს, რომ მას ეკლესიასთან კავშირი არ ჰქონია და აღნიშნულ ორგანიზაციას მმართველი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია.

დღის ამბები