თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მონუმენტი ფაქტობრივად დასრულებულია, იყო სხვა ესკიზიც, თუმცა ოჯახებთან შეთანხმებით, არსებული ვერსია იქნა არჩეული.
რაც შეეხება მუზეუმის გახსნას, მისი მშენებლობა წელს დაიწყება და უახლოეს მომავალში დასრულდება.
"მე მოხარული ვარ, რომ დღეს მოვისმინე მადლიერება ოჯახის წევრებისგან გამოთქმული. ჩვენ 1 წელიწადში შევძელით და ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება გახსნა აღნიშნული მონუმენტის. ჩვენ გვქონდა სხვა ვერსიაც მონუმენტის ესკიზის, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი, რაც გვქონდა ჩვენ და ფაქტობრივად დავასრულეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შთაბეჭდილება ყველას შეგვქმნოდა თუ როგორ გამოიყურება მონუმენტი," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.