22 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
გახდა თუ არა ეჭვიანობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობის მთავარი მოტივი, რას ჰყვებიან ოჯახის წვერები და მეზობლები- ახალი დეტალები

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - სოფელ არაშენდაში, მეზობლებს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. 42 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება სწორედ იქ მოხდა.

მოკლული 47 წლის ლევან იაგანაშვილის ოჯახის წვერები და ადგილობრივები მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობას განიხილავენ, რის გამოც იაგანაშვილსა და მისი მეზობელ მალხაზ ჩივიაშვილს შორის ბოლო პერიოდში ხშირად ხდებოდა კონფლიქტი.

"ლევანის მოაკითხეს კლასელებმა და წაიყვანეს საქეიფოდ. სადღაც 10 წუთის დამსხდრები ყოფილან, რომ ეს ბიჭი, მამა და ძმა მივარდნილან დანით და თოხით და დაურტყამთ ლევანისთვის. 2-გან აქვს გადაჭრილი ბარძაყი, სისხლისგან დაიცალა. კონფლიქტი 2 თვეა რაც დაიწყო,"-აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

კახეთის პოლიციამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულია 53 წლის მამაკაცი.

დღის ამბები