21 დეკემბერი 2024,   16:44
ვრცლად
კახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა - ორი თვის წინ დაწყებული კონფლიქტი 47 წლის მამაკაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

გახდა თუ არა ეჭვიანობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობის მთავარი მოტივი- ორი თვის წინ დაწყებული კონფლიქტი 47 წლის მამაკაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მკვლელობის იარაღი თოხი და დანაა - გურჯაანის სოფელ არაშენდაში, სასტიკი მკვლელობის ადგილს სისხლის კვალი ახლაც ემჩნევა. ლევან იაგანაშვილს სასიკვდილო ჭრილობები, ეჭვიანობის ნიადაგზე მეზობელმა მიაყენა. ახალგაზრდა კაცს ტყეში, პიკნიკის დროს დაესხნენ თავს. სავარაუდო დამნაშავე მისი თანასოფლელი, 53 წლის მალხაზ ჩივიაშვილია, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, იაგანაშვილს ბოლო ორი თვის განმავლობაში ემუქრებოდა.

მოკლულის ოჯახის ვერსიით, თავდასხმის ადგილზე ჩივიაშვილი შვილთან და მამასთან ერთად მივიდა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ მკვლელობაში დაკავებულთან ერთად, მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.

დუმილს ამჯობინებს მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი. სოფელი ერთი თვის წინ დატოვა სავარაუდო დამნაშავის ცოლმა. მისი დედა, ნათესავები გარდაცვლილსა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს შორის წარსულში კონფლიქტზე და მკვლელობის მოტივზე საუბრისგან თავს იკავებენ.

ბრალდებული კახეთის სამხარეო პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა. 47 წლის ლევან იაგანაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო მისი აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები