04 მაისი 2024,   09:15
ვრცლად
ჯანსაღი საკვების სახელით გაყიდული პროდუქტი, რომელიც ანტისანიტარიულ პირობებში მზადდება - თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი "ავოკადო.ჯის" სამზარეულო სკანდალში გაეხვა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სიბინძურე და არეულობაა. ადგილი ქალაქის ცენტრი, დაწესებულება კი, ჯანსაღი კვების ობიექტია.

ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუმცა რეალობაა. კადებში დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი "ავოკადო.ჯის" სამზარეულოა - ჯანსაღი საკვების ობიექტი, რითიც კომპანია მომხმარებლებს აქტიურად იზიდავს. კადრებს თუ დავუჯერებთ, პროდუქტი, რითიც დამფუძნებლები ასე ამაყობენ, ანტისანიტარიაში მზადდება.

"ავოკადო.ჯის" მომხმარებლების უმეტესობა დღეს სოციალურ ქსელში აქტიურობს, მეგობრებსა და გამომწერებს მიმართავენ და იმ რეალურ სურათს აჩვენებენ, რომელიც დღეს დილიდან გავრცელდა.

სიტუაციაში გასარკვევად და კვების ობიექტის სამზარეულოში არსებული სურათის სანახავად მისამართზე კურიერიც მივიდა. ადგილზე როგორც თავად გვითხრეს მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იყვნენ, მათ კი შიდა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მოგვცეს და კარი დაგვიკეტეს.

"ავოკადო.ჯის" ხელმძღვანელობამ, მიზეზით, რომ ტელევიზიაში გამოჩენის სურვილი არ აქვთ, "კურიერთან" განმარტება მხოლოდ ტელეფონით გააკეთა. ამტკიცებენ, რომ გაყიდვები რემონტის დაწყებამდე შეაჩერეს. გავრცელებულ ვიდეოში ასახული კადრები კი, რეალობა არაა. ისინი გამოქვეყნებულ ვიდეოს გამიზნულ პროვოკაციად აღიქვამენ. ხელმძღვანელობა სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს გზით გეგმავს. მათ მომხმარებლებს სოციალური ქსელით მიმართეს.

დღის ამბები