გიორგი მიქაუტაძის "მეცმა" საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-4 ტურში სტუმრად "ლავალუასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრედ 3:3 ითამაშა.
ქართველმა ამჯერად ბურთი ვერ გაიტანა, თუმცა პირველ ტაიმში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და 81-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 4 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასია.
"მეცი" 7 ქულით მე-4 ადგილზეა და 27 აგვისტოს "დიჟონს" უმასპინძლებს.