23 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
უბედური შემთხვევა თბილისში - ჩიქობავას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა თბილისში - ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. თუ რამ გამოიწვია ნგრევა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.

როგორც ჩიქობავას 5 ნომრის მაცხოვრებლები ჰყვებიან, მათ გუშინ, დაახლოებით 2 საათზე ხმაური გაიგეს და როცა გამოვიდნენ, მძიმე სურათი დახვდათ. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც აივანი ჩამოინგრა და ის ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების და ქალის კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. 

მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია, მას სჭირდება რეაბილიტაცია, თბილისის მერიას რემონტისთვის თანხა გამოყოფილი ჰქონდა, თუმცა ბინის მეპატრონემ ამაზე თანხმობა არ გამოხატა. 

"რუსთავი 2"-თან საუბარში თავად ბინის მეპატრონემ ადგილობრივების ბრალდებები უარყო.

დღის ამბები