06 სექტემბერი 2026,   15:28
ვრცლად
ზურიკო დავითაშვილი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს - ქართველი ფეხბურთელის შეძენით "ბორდოა" დაინტერესებული

"ლეკიპის" ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ში გააგრძელებს, ქართველი ფეხბურთელის შეძენით "ბორდოა" დაინტერესებული.


"დინამო ბათუმთან" უკვე მიღწეულია შეთანხმება იჯარაზე და გამოსყიდვის ვალდებულებაზე.

ტრანსფერის განსახორციელებლად "ბორდომ" კლუბის სახელფასო ფონდი უნდა შეამციროს. ბორდო საფრანგეთის ლიგა 2-ში, 5 ტურის შემდეგ, 8 ქულით მეხუთე ადგილზეა. ჟირონდელები საფრანგეთის უმაღლესი ლიგის 6-გზის ჩემპიონები არიან, ბოლოს "ბორდომ" საფრანგეთის ჩემპიონატი 2009 წელს მოიგო.

დღის ამბები