პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "ფორუმი 2000" ერთ-ერთ პანელში მონაწილეობს.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძე ტვიტერზე წერს, მან შეხვედრა გამართა უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდრ მერეჟკოსთან.
"მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს კოლეგას პრაღაში განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები, საერთო მიზნების მისაღწევად და საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად, მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას თბილისში," - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.