15 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება, ეს ნორმები ურყევია და არ ექვემდებარება გადასინჯვას" - ასლან ბჟანია 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, მიწების გაყიდვის თემაზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბჟანია წერს, რომ მიწები ხალხის საკუთრებაა და მიწების გაყიდვის არავითარ ფორმებზე საუბარი არ შეიძლება.

"ქვეყნის ძირითად კანონში - აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ "მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი". ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს ნორმები ურყევია და არ ექვემდებარება გადასინჯვას," - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებაში.​

ბჟანიას თქმით, "სახელმწიფოს მეთაური" არის "კონსტიტუციის“ შესრულების გარანტი.


"როგორც სახელმწიფოს მეთაური, მთელი პასუხისმგებლობით შევასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი," - აცხადებს ასლან ბჟანია.

დღის ამბები