როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩოხატაურში არსებული ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცნობისთვის, ცეცხლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილაგანის მიმართულებით ტყეში გაჩნდა. სამაშველო ტექნიკამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც 50-ზე მეტი მაშველი, როგორც ჩოხატაურის, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში, ცოცხალი ძალებით ებრძოდნენ ხანძარს.