როგორ გადაწყება ენერგეტიკული კრიზისის საკითხი? - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირს ენერგო რესურსებზე ფასების ზრდის საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. შარლ მიშელის განცხადებით, ევროკომისია აღნიშნული საკითხების შესახებ კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის 14 სექტემბერს დაგეგმილ გამოსვლას ვერ დაელოდება.
"არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ. აუცილებელია დაწესდეს ევროკავშირში ექსპორტირებული რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარი," - განაცხადა შარლ მიშელმა.