საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა. ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრციის პროცესს. სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატს წარმატება უსურვა.