15 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 დამტკიცებულია - დოკუმენტს მთავრობა პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 დამტკიცებულია. დოკუმენტს მთავრობა საქართველოს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სტრატეგია გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტის შინაარსზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა. ნიკო თათულაშვილის განმარტებით, სტრატეგია ადამიანის უფლებების ყველა ძირითად კომპონენტს ფარავს და სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ და სამოქალაქო უფლებების ნაწილში პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

დოკუმენტს უკვე პარლამენტში ელოდებიან. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ სტრატეგიას გაეცნობა და საკანონმდებლო განხილვის პროცესში ჩართვასაც არ გამორიცხავს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში პროგრესი არ ყოფილა.

სტრატეგიული დოკუმენტის განახლებასა და ადამიანის უფლებების კუთხით სამომავლო პრიორიტეტების დასახვაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ დღეს ადამიანის ყველა უფლება გარანტირებულია და ახალი სტრატეგია ამ მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ახალი სტრატეგიის საჭიროებებზე საუბრობენ ექსპერტები. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადამიანის უფლებების მიმართულებას.

ახალი სტრატეგია კანონმდებლების სამუშაო მაგიდაზე რამდენიმე დღეში დაიდება. მთავრობის წევრების შემდეგ დოკუმენზე უკვე დეპუტატები იმსჯელებენ.

დღის ამბები