15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ძალიან დასუსტებულია, 89 კილოზე არის ჩამოსული, რაც სიმართლე გითხრათ ვერ გავარკვიეთ რისი ბრალია - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

მიხელ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და თვალში საცემია მისი წონის კლება. მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე უცხოელი ექსპერტების დასკვნას ელოდება, რათა მათ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა ისევ მოითხოვონ.

"სტაბილურად რთული მდგომარეობა აქვს, ისევ ის ჩივილები აქვს და რაც უკვე თვალში საცემია, ძალიან დასუსტებულია, სადღაც 89 კილოზე არის ჩამოსული, რაც სიმართლე გითხრათ ვერ გავარკვიეთ რისი ბრალია. ახლა მუშაიბენ ექიმები და ექსპერტები," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

დღის ამბები