15 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ვარჰეი - ღარიბაშვილთან ევროპულ გზაზე საქართველოს  მიერ გადასადგმელი ნაბიჯები განვიხილე

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

ოლივერ ვარჰეის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული  განხორციელების პროცესი განიხილეს.

"საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ  სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს  მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული  განხორციელების პროცესი განვიხილე," - აღნიშნავს ევროკომისარი.

დღის ამბები