15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით რა თქმა უნდა დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს ყველას მხრიდან - ვარჰეი

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. 

"ჩვენი პრიორიტეტები ნათელია, ჩვენ გვქონდა ღია, ნათელი საუბარი ამ საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ჩვენი მყარი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ. მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს დრო და ენერგია და წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით რა თქმა უნდა დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს ყველას მხრიდან. მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზება მოვახდინოთ. ყველა მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე. ამ ეტაპზე, რეკომენდაცია ვიძლევით, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციაზე გააკეთოს აქცენტი, გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში გატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება; მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. ეს ყველაფერი იმ პრიორიტეტებშია გაწერილი და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოში იმ დროისთვის არსებულ წინსვლას პოზიტიურად შევაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, რომ ვაჩვენოთ, რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო“, - განაცხადა ვარჰეიმ.

დღის ამბები