15 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი

გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი.

პროგრამა სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებითა და პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში განსახორციელებელ აქტივობებს ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა მარკო ბუშმანმა მოაწერეს.

თანამშრომლობის სამუშაო პროგრამის თანახმად, მოხდება დარგობრივი გამოცდილების გაზიარება, ბავშვთა უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის საკითხებზე. ასევე, საქართველო გაიზიარებს გერმანულ გამოცდილებას მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, განათლებისა და დასაქმების პროგრამების თაობაზე.

დღის ამბები