სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გახსნა.
უწყების ხელმძღვანელმა "2021-30" წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა. ახალი ათწლიანი სტრატეგია გასულ წელს შემუშავდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა.
"2021 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს, პირველ რიგში ჩვენს მიერ დასახული და ურთიერთდაკავშირებული ამოცანების ზეგავლენის შეფასების და ანალიზის გათვალისწინებით, რაც საშუალებას გვაძლევს ერთიან კონტექსტში მოვახდინოთ არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და გამოვკვეთოთ სტრატეგიის განვითარების და შესრულების დინამიკა," - განაცხადა ახვლედიანმა.