15 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
შეფასების ჯგუფში უნდა მოხვდნენ პრეზიდენტი ან მოქმედი სახალხო დამცველი, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა - ოპოზიცია სახალხო დამცველის არჩევის წესში შესატან ცვლილებებზე

სახალხო დამცველის არჩევის წესს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. კენჭისყრა ოთხ საათზე დაინიშნა. პარლამენტში საკითხის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიციამ საკითხის განხილვის ათი დღითგადადება მოითხოვა, თუმცა მათი არგუმენტები უმრავლესობისთვის უსაფუძვლო აღმოჩნდა.

პარტია "ლელოს" წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, ამ ინიციატივაში არანაირი პლურალიზმზე ზრუნვა არ არის.

"7-თან დაკავშირებით იქნებ ცოტა მეტი სიცხადე შევიტანოთ. ოპოზიციამ არავითარ შემთხვევაში არც კი იფიქროს, რომ შეჯერდეს ერთ კანდიდატზეო, მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა დაასახელოს ოპოზიციამო, რომ იქიდან მერე ჩვენ გაგვიადვილდეს რომელიმე ერთის ამორჩევაო, რომელიც ჩვენ მოგვეწონებაო," - ეს არის მთელი არსი ამ ყველაფრის და არანაირი პლურალიზმი და არანაირი ზრუნვა პარიზის კონვენციაზე. 

10 დღით ამ პროექტის გადადება არანაირ პროცესს არ შეაფერხებდა, ამის გამო გამიჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ პროცესში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, უმჯობესი იქნება თუ შეფასების ჯგუფში შევლენ საქართველოს პრეზიდენტი და მოქმედი სახალხო დამცველი, რათა პროცესის მიმართ ნდობა გაიზარდოს. 

"როგორ შეიძლება ამ შეფასების ჯგუფის წევრების შერჩევაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩავრთოთ, რომელიც თქვენი მხარდაჭერით აირჩა, ან მოქმედი სახალხო დამცველი, რაც უფრო გაზრდიდა ნდობას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში. იმიტომ რომ დამერწმუნეთ, ეს ნდობა არ არსებობს და ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებაა, მოქმედი სახალხო დამცველის განცხადებაც ვნახეთ გუშინ და იმისათვის, რომ ეს პროცესი ჩაითვალოს წარმატებულად ან შედეგიანად, აქ ხომ შიდა შეფასებაზე არ არის, მთავარი ფაქტორი არის ამას როგორ შეაფასებენ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში," - ამბობს მინაშვილი.

დღის ამბები