15 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"მინიმუმ ეს განცხადებები იმით მაინც დაიწყოს, რომ კარგია, რომ პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება" - შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენის კრიტიკულ წერილზე

სახალხო დამცველის განცხადება უმრავლესობის წევრებმა კრიტიკულად საკითხის განხილვის დროსაც შეაფასეს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემაც, რომელმაც უმრავლესობის სიტყვით გამოსვლის დროით ისარგებლა და ტრიბუნიდან მიმართა ოპონენტებს, რომ მხარი დაუჭირონ კანონპროექტებს. 

შალვა პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ 9 კაციანი ჯგუფის დაკომპლექტებაზე მას წინასწარ ექნება კონსულტაციები სწორედ იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელთა მხარდაჭერასაც მიიღებს საბოლოოდ ეს კანონპროექტი. 

"სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარე, სწორედ იმაზე უნდა იყვნენ მოწადინებული, რომ პროცესი კი არ დააზიანონ, განცხადებები კი არ გაკეთდეს რა არის ცუდი, არამედ მინიმუმ ეს განცხადებები იმით მაინც დაიწყოს, რომ კარგია, რომ პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, იქნებ კიდევ რაღაც გაგეთვალისწინებინათ, სამწუხაროდ გუშინ ობმუდსმენის განცხადებაში ეს ვერ ვნახე, ვნახე პირდაპირ კრიტიკა და ნეგატივი, რაც არ არის კარგი საბოლოო ჯამში. 

ჩვენ ვთქვით, რომ უარს ამბობს უმრავლესობა თავისი კანდიდატის დასახელებაზე ამის საპირისპიროდ, არ გვინდა მივცეთ უმცირესობას იმის შესაძლებლობა, რომ მან გვირაბში მოაქციოს უმრავლესობა, საიდანაც ერთი გამოსავალია, მათ შორის ზეგავლენა მოახდინოს პარლამენტში სხვა წევრებზე. ამიტომაც მინიმუმ 7 კანდიდატი, რადგან უმრავლესობას ჰქონდეს არჩევანი და საბოლოო ჯამში მისაღები," - განაცხადა პაპუაშვილმა.

შინაარსთან დაკავშირებით კი ოპონენტების კითხვებს მანამდე პასუხობდა საკითხის მომხსენებელი, მიხეილ სარჯველაძე. სარჯველაძის თქმით, ომბუდსმენის განცხადებაში რეალურად კრიტიკული არაფერია, რადგან არ გამოყოფილა ისეთი საკითხი, რაც პირველივე მოსმენის დროს არ იყო გადაჭრილი.

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროცესი წარიმართოს იმგვარად, რომ განხილვების ყველა ეტაპზე იყოს თუნდაც კანდიდატთა მრავალფეროვნება. ამ შემთხვევაში 7 ვთქვით იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, სავარაუდო სუბიექტთა რიცხვი, რომლებსაც ექნებათ კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში არის 7. მესმის, რომ შეიძლება ახლა გადავდოთ, წავიდეთ, განვიხილოთ, მაგალითად დაახლოებით 10 დღით გვიან ეს ყველაფერი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს პროცედურების ისე შეკვეცა, რომ რომელიმე პროცედურაზე მოგვიწევს უარის თქმა ან მოგვიწევს რომ გარკვეული დროის განმავლობაში ომბუდსმენის თანამდებობა ვაკანტურად დავტოვოთ. ერთიც და მეორეც იქნება საწინააღმდეგო იმისა, რაც არის კარგი საერთაშორისო სტანდარტი. 

პრეზიდენტის ჩართულობას რაც შეეხება, არ მგონია რომ ეს რელევანტური სივრცეა სადაც შეფასების პროცესში რომელიმე კონსტიტუციურმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ომბუდსმენის კრიტიკული განცხადება იყო ნახსენები, ჩემთვის ეს კრიტიკულობაზე მეტად იყო ნიშანი იმის, რომ ეს არის სრულფასოვანი პროცესი, იმიტომ რომ მიუხედავად მონდომებისა, რეალურად არაფერია იქ კრიტიკული, რადგან არაფერია ნათქვამი რაც ჩვენს მიერ პირველივე მოსმენის დროს არ არის გადაწყვეტილი," - ამბობს სარჯველაძე.

დღის ამბები