დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. წელს, 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 675 ათას 79 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 63%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ვიზიტორთა შორის 49% საქართველოს, ხოლო 51% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია: სათაფლიაში - 38%-ით, ნავენახევის მღვიმეში - 14%-ით, ხოლო აღდგენილია: მტირალას ეროვნულ პარკში 98%-ით, თუშეთის ეროვნულ პარკში 99%-ით, პრომეთეს მღვიმეში 92%-ით, მარტვილის კანიონზე 82% -ით, ოკაცეს კანიონზე 71% -ით, ალგეთის ეროვნულ პარკში 72%-ით.