15 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
დღეს პარლამენტში სუს-ის უფროსის ანგარიში უნდა მოისმინონ - რა პრეტეზიები აქვს ოპოზიციას და რას პასუხობს მათ პარლამენტის თავმჯდომარე

დღეს პარლამენტში სუს-ის უფროსის ანგარიში უნდა მოისმინონ. ანგარიშს ღია სხდომაზე წარადგენენ,  თუმცა კითხვა-პასუხის პროცედურის დაწყების შემდეგ, პლენარული სხდომა შეიძლება დაიხუროს.

ამ თემაზე საუბარი იყო ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციამ გამოთქვა პრეტენზია, რატომ არ იცოდნენ უფრო ადრე დეპუტატებმა გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში მისვლის შესახებ.

"ჩვენ, მათ შორის საზოგადოება დილით არ უნდა იგებდეს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიში გამოდის. არსებობს უამრავი პრობლემა სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ - რატომ ვიგებთ ჩვენ პრესიდან?" - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ აპრილში წარედგინა, კონკრეტული ვადები კი ახლა დაზუსტდა. ხოლო დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ სუს-ის უფროსს ყველა კითხვა დაუსვან.

დღის ამბები