04 მაისი 2024,   03:57
ვრცლად
"პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი", კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, წინანდლის ფესტივალში მონაწილეობს

"პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი", კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, წინანდლის ფესტივალში მონაწილეობს. გაიმართა კიდევ ერთი კონცერტი, რომელსაც ვასილი პეტრენკო დირიჟორობდა.

კონცერტს თეა წულუკიანი დაესწრო. კულტურის სამინისტრომ პროექტის მხარდაჭერა წელს პირველად დაიწყო, რის შედეგადაც, 900 000 ლარი იქნა გამოყოფილი, რათა "პან-კავკასიური" ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის ფესტივალთან ერთად დაბრუნებულიყო მსმენელის წინაშე.

"ამ ორკესტრში 80 ახალგაზრდა 18-დან 28 წლამდე უკვე ჩამოყალიბებული მუსიკოსი ერთად ჰარმონიულად სთავაზობს ჩვენს მსმენელს შესანიშნავ მუსიკას მსოფლიოში ცნობილი დირიჟორების ხელმძღვანელობით და ისინი წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომელთა ხალხებმა, ჯერჯერობით ვერ შეძლეს ჰარმონიული თანაცხოვრება, მაგრამ  ჩვენ ჰარმონიულ თანაცხოვრებას ვახერხებთ მუსიკაში," - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები