სალომე ზურაბიშვილი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს სვანეთში მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ტურიზმის ტემპის ზრდისა და განვითარებისათვის. ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ხაზი გაესვა უშგულისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზის პროექტს.
შეხვედრისას მხარეებმა სვანური ენის უნიკალურობაზე და ქართველურ ენებში მის ისტორიულ სტატუსზეც იმსჯელეს, როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი სვანური ენის სკოლებში სწავლების ინიციატივით გამოვიდა.