04 მაისი 2024,   01:03
ვრცლად
ლიზ ტრასმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი სატელეფონო საუბარი გამართა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი სატელეფონო საუბარი გამართა.

ლიზ ტრასთან საუბრისას, ემანუელ მაკრონმა დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა. სატელეფონო საუბრისას მხარეები საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხები. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე ენერგეტიკული კრიზისი, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სურსათის უსაფრთხოება იყო. ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ იმ შედეგებს, რომელიც პუტინის უკანონო ომმა გამოიწვია უკრაინაში.

დღის ამბები