03 მაისი 2024,   22:16
ვრცლად
თუ ვინმე მხარს არ უჭერს მოლაპარაკებას ვიცით, როგორ მივაღწიოთ რუსეთის პრეზიდენტის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახულ მიზნებს- ლავროვი

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე უარს არ ამბობს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც სერგეი ლავროვი ამბობს, რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებენ უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, მით უფრო რთული იქნება რუსეთთან მოლაპარაკება.

"ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების წინააღმდეგი. ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება. კიევის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თავიანთი პირობის წამოსაყენებლად კი მზად იქნებიან, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიას დატოვებს. უკრაინის ამ განწყობას აქტიურად უჭერენ მხარს, ლონდონში, ვაშინგტონში, ბრიუსელში. თუ მათი არჩევანი ეს არის, მაშინ ვიცით, როგორ მივაღწიოთ რუსეთის პრეზიდენტის, მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, დასახულ მიზნებს,"-აცხადებს ლავროვი.

პარალელურად დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, რადგან მათგან პირობების შესრულების მოლოდინი არ აქვს. უკრაინის პრეზიდენტის აზრით დიპლომატიის დრო მას შემდეგ დადგება რაც საოკუპაციო ძალა უკრაინის ტერიტორიებს დატოვებს.

დღის ამბები