04 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა, საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნა - თურქული მედია

თურქეთის მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა, საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს, რომლის ბორტზეც, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომალისა და ეგვიპტის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუხსნა. შედეგად არავინ დაშავებულა.

თურქული მედია იუწყება, რომ ბერძნებმა ცეცხლი ეგეოსის ზღვაში, საერთაშორისო წყლებში გახსნეს, თავად გემი სახელწოდებით "ანატოლიანკომოროსის დროშის ქვეშ ცურავს. ინციდენტი თურქეთიდან 18 კილომეტრის მოშორებით მოხდა.

საბერძნეთში აცხადებენ, რომ გემი "ანატოლიანი" კუნძულ ლესბოსთან ახლოს შენიშნეს და ის არ დაემორჩილა ბერძნული მხარის მოთხოვნას, შეჩერებულიყო შემოწმების მიზნით, რის შემდეგაც თურქული კუნძულის მიმართულებით განაგრძო სვლა. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, თურქული მხარე მომხდარის შესახებ წერილობით გააფრთხილეს.

დღის ამბები