15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებზე, ასევე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავზე ისაუბრეს. მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შალვა პაპუაშვილმა გუნარ შელენბერგერს საპარლამენტო საქმიანობა გააცნო და საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების განმტკიცებას გაუსვა ხაზი.

ასევე, ისაუბრა საქართველოს გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები