15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად საკონსულტაციო ჯგუფებს დაიქირავებს

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად საკონსულტაციო ჯგუფებს დაიქირავებს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, პორტის მშენებლობის საკითხით რამდენიმე მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული, მათ შორის, აბუ-დაბის, სპარსეთის ყურის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.

"დღეს ხელთ გვიჭირავს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ სწორად ჩამოვაყალიბოთ პირობები და ასევე შევარჩიოთ სწორი პარტნიორი პროექტის განვითარებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს განსაზღვრული მოდელი თუ რა ფორმით იქნება სახელმწიფოს მხრიდან საჯარო მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობთ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წარმატებულად განხორციელდეს და ჩვენ მივიღოთ ის შედეგი, რაც ყველას გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და ტვირთნაკადს საქართველოს კორიდორში კიდევ უფრო გაზრდის," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები