15 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
"ნებისმიერ ინიციატივას განვიხილავთ, ნებისმიერ ინიციატივაზე ვიმსჯელებთ, მთავარია, ეს ინიციატივები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს"- ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ინიციატივა იქნება განხილული, რომელიც იქნება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. 

"არის აქაც შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი და, რა თქმა უნდა, ყველა სუბიექტი უნდა იყოს ჩართული ამ სამუშაო პროცესში. თუ ვინმეს აქვს რაიმე ინიციატივა, ეს ინიციატივები უნდა წარმოადგინონ ამ სამუშაო ჯგუფში და ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ გვაქვს მარტივი მიდგომა, ნებისმიერ ინიციატივას განვიხილავთ, ნებისმიერ ინიციატივაზე ვიმსჯელებთ, მთავარია ეს ინიციატივები შეესაბამებოდეს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებს. თუ იქნება შესაბამისობაში  ევროპულ პრაქტიკასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვიმსჯელებთ. უპრეცედენტოს არ გავაკეთებთ არაფერს და ისეთ არაფერს გავაკეთებთ, რაც არ იქნება სტანდარტებთან თანხვედრაში,"აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტში ოპოზიცია შეხვედრას მართავს არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც არაერთი საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ სისტემა უფრო გამჭვირვალე გახდეს, მთავარი საკითხი იუსტიციის საბჭოს რეფორმაა.

დღის ამბები