გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერაზე ისაუბრა.
"სიხარულით მოგესალმებით ამ, როგორც თქვენ ბრძანებთ, ძალიან მძიმე პერიოდში. თან ევროპასთან მეტად ინტენსიურ პროცესს აწარმოებთ. საუბარი იმით მინდა დავიწყო, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში არა მხოლოდ დავამყარეთ, არამედ ინტენსიური გავხადეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა. მომავლისთვისაც არსებობს მრავალი შესაძლებლობა. არ დამავიწყდება ჩემი ბოლო ვიზიტი საქართველოში. ჯამში ალბათ ოთხჯერ ვიქნები ნამყოფი. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებ და გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას," - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
ამ წუთებში კი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტს ოლაფ შოლცს ხვდება.