27 დეკემბერი 2024,   04:01
ვრცლად
5 დეპუტატი ყოფილი მოსამართლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი გენერალურ პროკურორს, ყოფილი მოსამართლის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

ირაკლი შოთაძეს ამ მოთხოვნით თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ მიმართეს.

საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" გვერდზე გავრცელებულ ინტერვიუზე, სადაც ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა, რომელიც დღეს ემიგრაციაში იმყოფება, სასამართლო სისტემის მართვაში დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენების თაობაზე საუბრობს.​

ოპოზიციონერ დეპუტატებს უპასუხეს მმართველ პარტიაში. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, შეუძლებელია ყველაფერზე გამოძიება დაიწყოს, მაშინ როდესაც არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს:

"ვიღაცა რაღაცას იტყვის, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, იმას რაღაც მტკიცებულება მაინც ხომ უნდა დაერთოს, რომ ყველაფერზე გამოძიება არ დაიწყოს, ასეთი მტკიცებულებების შესახებ შეგიძლიათ მითხრათ? არა? - მაშინ გამოძიება არ უნდა დაიწყოს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები