საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები სიცრუე და სრული აბსურდია.
"ეს განცხადება, რაც ბატონმა სოსო გოგაშვილმა გააკეთა, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე და აბსურდია. ბატონი ბიძინა მას ვერაფერს ვერ დაავალებდა, რადგან მას არ იცნობდა მაგ დროს. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მე ვიყავი ხელმძღვანელი მაგ დროს და რატომ დაავალებდა ადამიანს რამეს, რომელსაც არ იცნობდა, ან რა უნდა დაევალებინა. მეც არაფერს მავალებდა. კრებსებს ვუგზავნიდით ბატონ ბიძინას, პრემიერს და კობახიძესო. უკანონო მოსმენებზე საერთოდ გამორიცხეთ ეგ თემა. უკანონო მოსმენები არ ხორციელდება. თუ რამე მტკიცებულება აქვს, გამოიტანოს და დადოს. კანონიერად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროც უსმენს,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.