საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა. ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. მას შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტს დაღუპულთა დაფასებისთვის, პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს კი - მათი ოჯახების თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა .