02 მაისი 2024,   11:01
ვრცლად
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუბილარია - ჰოსპიტალი ბავშვთა გულის პათოლოგიების სამკურნალოდ, აშშ-ის დახმარებით, 26 წლის წინ დაარსდა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუბილარია. ჰოსპიტალი ბავშვთა გულის პათოლოგიების სამკურნალოდ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, 26 წლის წინ დაარსდა.

1996 წლის 8 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა, რომელმაც ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო აპარატურა ჩამოიტანა.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი პირველი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ბავშვთა გულის პათოლოგიების სამკურნალოდ შეიქმნა და სადაც ტარდება გულის მანკის ოპერაციები.

ჰოსპიტალი დღეს "ევროპის უნივერსიტეტის" ბაზას წარმოადგენს, სადაც გულის ტრანსპლანტაციის გარდა, ურთულესი სამედიცინო ჩარევები ყველა ყველა ასაკის პაციენტს უტარდება. ცენტრის დამსახურებით შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის და ავადობის მაჩვენებელი.

დღის ამბები