04 მაისი 2024,   21:28
ვრცლად
წალენჯიხაში ბაღის თანაშემწეების გასაუბრებები პროფკავშირების მოთხოვნით დროებით შეჩერებულია

წალენჯიხაში ბაღის თანაშემწეების გასაუბრებები პროფკავშირების მოთხოვნით დროებით შეჩერებულია. პროცესი სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში განახლდება. დღეს, ბაღების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით წალენჯიხის მერმა ბრიფინგი გამართა და ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, ის ბაღებიდან თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს, უპასუხა. 

ხარჩილავა განმარტავს, რომ ოპტიმიზაცია ბაღების რეფორმის ფარგლებში ხდება.

"ბაღებში ხორციელდება ერთიანი სტანდარტის დანერგვა და სისტემის კანონის შესაბამისობაში მოყვანა. მერიის უპირველესი ამოცანაა, კანონის ერთიანი სტანდარტის დადგენა და ამოქმედება, უმოქმედობა დანაშაულია, უმოქმედობა ნიშნავს არასტანდარტიზაციას, რაც მერე გადადის არამიზნობრივ ხარჯში, რისი პასუხისმგებელიც მერიაა,“ - აცხადებს გიორგი ხარჩილავა.

თავის მხრივ, ბაღის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს საკუთარი მოთხოვნები და სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლება გააპროტესტეს. მათთვის ოპტიმიზაციის პროცესი მიუღებელი და გაუგებარია.

დღის ამბები