04 მაისი 2024,   21:29
ვრცლად
"თუ ასე გიჭირთ რუსული გაზის გარეშე, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის გაზსადენზე" - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი ევროპის ენერგოკრიზისთან რუსეთის კავშირს უარყოფს. მისი თქმით, თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, უნდა გააუქმოს სანქციები, რომლებიც ხელს უშლის Nord Stream 2 მილსადენის გახსნას. 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ საუბრისას განაცხადა. 

"თქვენ გაქვთ სურვილი, თუ ასე გიჭირთ რუსული გაზის გარეშე, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის გაზსადენზე, რომელიც შეადგენს 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი რიგზე იქნება,“ - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები