15 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
კომიტეტები დღეიდან პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას და ომბუდსმენის არჩევის წესზე მუშაობას იწყებენ - ინიციატივა ლევან იოსელიანს ეკუთვნის

კომიტეტები დღეიდან პოლიტიკურ ჯგუფ "მოქალაქეების" ლევან იოსელიანის ინიციატივაზე მუშაობას იწყებენ. საუბარია პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებაზე, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის წესს ეხება.

არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ახალ დოკუმენტში ომბუდსმენის შერჩევისას კენჭისყრა ღიაა და ცვლილების მიზეზად პარლამენტის თითოეული წევრის ანგარიშვალდებულების გაზრდა სახელდება. პირველად თემას დეპუტატები საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. სიახლის მხარდასაჭერად მზად არის უმრავლესობა. პირველი მოსმენით ცვლილება სესიაზე მიმდინარე კვირას გადის.

"კომიტეტზე გამოდის დეპუტატის ლევან იოსელიანის ინიციატივა, რომ სახალხო დამცველის არჩევა მოხდეს არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით. ამ პრინციპისთვის მხარდაჭერა გადაწყვეტილია უმრავლესობაშიც. პოლიტიკოსისგან ის, რომ თავის არჩევანს არ მალავს, გარკვეულწილად მისასალმებელიც არის,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები