ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიცია მათ მიერ მომზადებული პროექტების ინიცირებას საკანონმდებლო ორგანოში ეტაპობრივად აპირებს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი არასამთავრობო სექტორთან კოორდინაციით დგება და მასში მკაფიოდ იქნება ნაჩვენები კანდიდატის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობა და სურვილი.
ოპოზიციის ნაწილი თემაზე სასაუბროდ არასამთავრობოებთან შეხვედრას ხვალ მართავს.