მედიაში 17 სექტემბერს უკანონო თვალთვალის თაობაზე გასულ სიუჟეტს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება. მისი შეფასებით, "თუ არსებობს მტკიცებულებები და თუ ეს მორიგი პოლიტიკური სერიალი არ არის, ეს მტკიცებულებები უნდა წარადგინოთ საგამოძიებო ორგანოში."
"თუ არსებობს მტკიცებულებები და თუ ეს მორიგი პოლიტიკური სერიალი არ არის, ეს მტკიცებულებები უნდა წარადგინოთ საგამოძიებო ორგანოში. მხოლოდ ასეა შესაძლებელი და არა ტელესერიალებით, რომ თუ რაიმე უკანონობას აქვს ადგილი, ამას სამართლებრივი პასუხი გაეცეს. ზოგადად, აშკარაა ტენდენცია, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ცდილობს", - განაცხადა თალაკვაძემ.
ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს ოპოზიცია. განცხადება დღეს "დროას" ოფისში გაკეთდა.