პრემიერის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილს დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ხვალ მთავრობის მეთაური გაეროს სესიაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე დაესწრო სესიის გახსნის ცერემონიას, რომლის შესახებაც "ტვიტერზეც" დაწერა.
"ვმონაწილეობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ. მაქვს პატივი წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად," - წერს ღარიბაშვილი.