კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულების ფაზაშია რუსთავში. ახალ რეკრეაციას, რომელიც ცურტაველის მოედნის მიმდებარედ ეწყობა, ღია საგამოფენო სივრცის დატვირთვა ექნება. სკვერის ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყო უფასო ინტერნეტით, ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, კი ტერიტორია ვიდეოკამერებით გაკონტროლდება.
აქვე მოეწყობა ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად განკუთვნილი სივრცე. სამუშაოები სულ მალე, სექტემბრის ბოლოს დასრულდება.