05 ოქტომბერი 2022,   19:38
ვრცლად
გაირკვა, რატომ ითხოვდა გრიგოლ ნარსია ანკესს - "კურიერმა" მისი ჩვენება მოიპოვა

"კურიერმა" "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე თავდამსხმელის, გრიგოლ ნარსიას ჩვენება მოიპოვა. ნარსია ჩვენებაში განმარტავს, რატომ ითხოვდა, თანხის გარდა, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას. 

მისი თქმით, თანხის მიღების შემდეგ გეგმავდა, ვეტმფრენით ჯერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი - რუსეთში გადასვლას. რაც შეეხება დროშასა და ანკესს, ნარსია განმარტავს, რომ სურდა, ანკესის საშუალებით დროშა ვერტმფრენიდან გადმოეფინა. 

ის ჰყვება, რომ შევიდა ბანკში და თანამშრომლებს თანხა მოსთხოვა, თუმცა თანხის ის რაოდენობა, რაც იმ მომენტისთვის სალაროში იყო, ნარსიასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან თანხის მოსატანად ბანკსა და შსს-ს 3 საათიანი ვადა მისცა. 

თავდამსხმელი ადასტურებს, რომ აიყვანა მძევლები და აღიარებს, რომ სპეცრაზმს აყვანის დროს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა არა რეალური, არამედ მულაჟი იყო, რომელიც თავად დაამზადა და დაამონტაჟა.

გრიგოლ ნარსიას თქმით, მას თანამზრახველები არ ჰყავს. 

ასევე, ნახეთ : ნარსიას შვილს ჟვანიას კლინიკაში მკურნალობის კურსი არ ჩაუტარებია - კლინიკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

დღის ამბები