15 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
თეა წულუკიანი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგა, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხა - ოპოზიციის და მმართველი გუნდის შეფასება

თეა წულუკიანის მოსმენა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გვიან ღამემდე გაგრძელდა. კულტურის მინისტრი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხა. კითხვები ძირითადად საკადრო ცვლილებებს, გელათის სამონასტრო კომპლექსს, სახელოვნებო განათლებასა და ფედერაციების დაფინანსების საკითხებს შეეხო.

ოპოზიციამ თეა წულუკიანის გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა და აღნიშნა რომ მათ ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას მათ კულტურის მინისტრის გამოსვლას პროფესიონალური უწოდეს.

დღის ამბები