ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმები დღეს დაიწყება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობას მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა - უჭერენ თუ არა მხარს ფედერაციის სუბიექტის სახით რესპუბლიკის რუსეთში შესვლას; ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი სამი კითხვა იქნება დასმული - "გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?". ე.წ. რეფერენდუმები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საარჩევნო უბნები რუსეთშიც გაიხსნება, რადგან დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი იქ იმყოფება.