გაეროს უშიშროების საბჭოს დარბაზში 15 სახელმწიფოს პირველი დიპლომატი უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად შეიკრიბა . რუსეთის აგრესია საგარეო საქმეთა მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაზე განხილვის მთავრი თემა იყო, სადაც ენტონი ბლიკენმა პუტინს ომის დასრულება ურჩია.
შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვის დასრულებიდან ზუსტად 20 წუთში - საათ ნახევარი დაგვიანების შემდეგ, უშიშროების საბჭოში ლავროვი გამოჩნდა . რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კრემლის ბრალდებები საბჭოს დარბაზში კიდევ ერთხელ გააჟღერა და არც უხამსი სიტყვებით ზელენსკის მოხსენიებას მოერიდა.
ლავროვმა დარბაზი სიტყვის დასრულებისთანავე, კოლეგების პოზიციების მოსმენის გარეშე- დატოვა, მისმა საქციელმა კი დამსწრეებს შორის კრიტიკა და უკმაყოფილება გამოიწვია .
უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს ბირთვული ომის საშიშროება და მოუწოდეს მუქარა შეწყვიტოს.
შეხვედრას ესწრებოდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორიც. კარიმ ხანმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ომის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს .