ვინ გახდება ქვეყნის ახალი სახალხო დამცველი? საკანონმდებლო ორგანოში მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება.
ვადა 29 სექტემბრამდეა, თუმცა იქამდე ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა სპეციალური სამუშაო ჯგუფი უნდა შექმნას, სწორედ მათი რეკომენდაციები გადაწყვეტს კანდიდატების ბედს.
"სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ ისინი ელოდებიან არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს და ამის შემდეგ შეჯერდებიან ერთ ყველაზე ღირსეულსა და მიუკერძოებელზე.
დადებით პრეცედენტს უწოდებს უმრავლესობის მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენაზე უარის თქმას "გირჩის" წევრი ჰერმან საბო და იმედს გამოთქვამს, რომ შესაძლებელია ეს პროცესები კონსენსუსით დასრულდეს.
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ შეცვლილი წესით არჩეული სახალხო დამცველი მოხსნის ყველა კითხვის ნიშნებს და მიზეზს ინსინუაციებისთვის.