15 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
დიდი შვიდეულის ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაგმეს

დიდი შვიდეულის ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაგმეს. ისინი ასევე გმობენ რუსეთის ბირთვულ რიტორიკას. ლიდერების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ე.წ რეფერენდუმების გამოყენებას ყალბი საბაბის შესაქმნელად ცდილობს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსი შეცვალოს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს.

"დიდი შვიდეული არასდროს აღიარებს ფსევდო რეფერენდუმს, რომელიც როგორც ჩანს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია "- ვკითხულობთ წერილში.

დღის ამბები